transfermarkt - ჩაკვეტაძეს „დორტმუნდი“, „აინტრახტი“ და „ლევერკუზენი“ აკვირდებიან
transfermarkt - ჩაკვეტაძეს „დორტმუნდი“, „აინტრახტი“ და „ლევერკუზენი“ აკვირდებიან

ბუნდესლიგის სამი ცნობილი კლუბი – დორტმუნდის „ბორუსია“, ფრანკფურტის „აინტრახტი“ და ლევერკუზენის „ბაიერი 04“ გიორგი ჩაკვეტაძეს აკვირდებიან. ინფორმაცია transfermarkt-ის ფორუმზე გავრცელდა.

transfermarkt.de-ს გვერდზე ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ 19 წლის შემტევ ნახევარმცველს გერმანული გრანდები სექტემბრის შემდეგ აკვირდებიან, როდესაც ევროპის ლიგის პლეი-ოფში გიორგის კლუბი, ბელგიური „გენტი“ საფრანგეთის „ბორდოს“ დაუპირისპირდა.

გერმანული ინტერნეტ-სააგენტო ჩვეულებრივი ინტერნეტ-გვერდი არაა, სადაც მკითხველი თავის ვარაუდებს დაწერს, განხილვები მოდერატორების რეკომენდირებული თემებზე იწყება და პოსტები ფილტრაციას შემდეგ იდება.