ტრანსფერი სეზონის დაწყებამდე - შულაია „საბურთალოში“ გადავიდა
ტრანსფერი სეზონის დაწყებამდე - შულაია „საბურთალოში“ გადავიდა

სეზონის განახლებამდე „საბურთალომ“ მნიშვნელოვანი შევსება მიიღო – ლევან კორღალიძის გუნდის შეტევას აკაკი შულაია გააძლიერებს, – ინფორმაციას „საბურთალოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„საბურთალოს“ ცნობით, 24 წლის ფლანგის შემტევმა თბილისურ კლუბთან ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

შულაია „დინამო თბილისის“ მარტვილის „მერანის“ აღზრდილია, 2016 წლიდან „დინამო“ თბილისის“ მოთამაშე გახდა. ამავე დროს, მოურგია „ცხინვალისა“ და ბოლნისის „სიონის“ ფორმები. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.

შულაია ერთ დროს „დინამოს“ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო, მაგრამ ტრავმებმა გააწვალა და ბოლო სეზონში „დინამოს“ მაისურით ეროვნულ ლიგაში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა.