ტრამპმა ჩამოთვალა ზოგიერთი პროგრამა, რომელსაც აშშ აფინანსებდა - 8 მილიონი LGBTQI+-ის ხელშეწყობისთვის ლესოტოში, 8 მილიონი თაგვის ტრანსგენდერად გადაქცევისთვის, 32 მილიონი მემარცხენე პროპაგანდისთვის მოლდოვაში
ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენ არა მხოლოდ შევამცირებთ ენერგიის ღირებულებას, არამედ დავასრულებთ გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამ მიზნით შექმნა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს ილონ მასკი და ის ბევრს მუშაობს.
„ამ მიზნით მე შევქმენი მთავრობის ეფექტურობის ახალი დეპარტამენტი, ალბათ გსმენიათ მის შესახებ, რომელსაც ხელმძღვანელობს ილონ მასკი, რომელიც დღეს აქ იმყოფება. გმადლობთ, ილონ, თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ. მას ეს არ სჭირდებოდა. დიდი მადლობა. ჩვენ ვაფასებთ მას. აქ ყველა, თუნდაც ეს მხარე (დემოკრატების), აფასებს ამას, მე მჯერა. მათ, უბრალოდ, არ სურთ ამის აღიარება“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ჩამოთვალა ზოგიერთი პროგრამა, რომელიც ამერიკის მიერ ფინანსდებოდა და რასაც ტრამპი ფლანგვას უწოდებს.
„უბრალოდ მოუსმინეთ ამ საშინელი ფლანგვის ზოგიერთ შემთხვევას, რომელიც უკვე გამოვლენილია. 22 მილიარდი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტიდან არალეგალური იმიგრანტებისთვის უფასო საცხოვრებლისა და მანქანების უზრუნველსაყოფად; 45 მილიონი დოლარი მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის სტიპენდიებისთვის ბირმაში; 8 მილიონი დოლარი LGBTQI+-ის ხელშეწყობისთვის აფრიკულ ქვეყანა ლესოტოში, რომლის შესახებაც არავის სმენია; 60 მილიონი დოლარი მკვიდრი ხალხებისთვის და აფროკოლუმბიელების გაძლიერებისთვის ცენტრალურ ამერიკაში; 8 მილიონი დოლარი თაგვის ტრანსგენდერად გადაქცევისთვის. ეს რეალურია; 32 მილიონი დოლარი მემარცხენე პროპაგანდისთვის მოლდოვაში; 10 მილიონი დოლარი მამაკაცთა წინდაცვეთაზე მოზამბიკში; 20 მილიონი დოლარი ახლო აღმოსავლეთში არაბული „სეზომის ქუჩისთვის“, ეს გადაცემაა, 20 მილიონი დოლარი; 1,9 მილიარდი დოლარი სახელების დეკარბონიზაციაზე მომუშავე ახალშექმნილი კომიტეტისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს ქალი სახელად სტეუსუ აბრამსი. ოდესმე გსმენიათ მის შესახებ? 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების საკონსულტაციო კონტრაქტი თევზის რესურსების მონიტორინგისთვის; 1,5 მილიონი დოლარი ლიბერიაში ამომრჩეველთა ნდობისთვის; 14 მილიონი დოლარი მალიში სოციალური ერთიანობისთვის. 59 მილიონი დოლარი ნიუ იორკში არალეგალი მიგრანტებისთვის სასტუმროს ნომრებისთვის; 250 ათასი ზამბიაში ადგილობრივი ვეგანური კლიმატური ინოვაციებისთვის; 42 მილიონი დოლარი სოციალური და ქცევითი ცვლილებისთვის უგანდაში; 14 მილიონი დოლარი სერბეთში სახელმწიფო შესყიდვების გაუმჯობესებისთვის; 47 მილიონი აზიაში სწავლების შედეგების გაუმჯობესებისთვის. აზია ძალიან კარგად ართმევს თავს სწავლას. ჩვენ თავად უნდა გამოვიყენოთ ეს; 101 მილიონი დოლარი მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის კონტრაქტებისთვის განათლების დეპარტამენტში. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ყველა ეს თაღლითობა – და არის ბევრად უარესიც, მაგრამ მე არ ვთვლიდი, რომ მიზანშეწონილი იყო მათზე საუბარი, ისინი ძალიან ცუდია – კიდევ ბევრი გამოაშკარავდა და სწრაფად შეჩერდა ძალიან განათლებული, ძირითადად ახალგაზრდების ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ილონი. ჩვენ ვაფასებთ ამას. ჩვენ აღმოვაჩინეთ ასობით მილიარდი დოლარის თაღლითობა. ჩვენ დავიბრუნეთ ფული და შევამცირეთ ვალი, რათა ვებრძოლოთ ინფლაციას და სხვა პრობლემებს. ეს მხოლოდ დასაწყისია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.