ტრამპის თქმით, აშშ-ირანის სამიტის გამართვის საკითხი თეირანზეა დამოკიდებული
ტრამპის თქმით, აშშ-ირანის სამიტის გამართვის საკითხი თეირანზეა დამოკიდებული

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ირანის სამიტის შესაძლო გამართვის საკითხი თეირანზეა დამოკიდებული.

„ირანის ეკონომიკა ძალიან სწრაფად უარესდება. შევხვდები თუ არა ჰასან როუჰანს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ირანზეა დამოკიდებული“, – წერს დონალდ ტრამპის Twitter-ში

​გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანთან შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა. თუმცა, მისი თქმით, ინიციატივა ირანული მხარისგან უნდა წამოვიდეს. ამასთან დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონს შეხვედრისთვის წინაპირობები არ ექნება. დონალდ ტრამპის ამ განცხადებას თეირანი გამოეხმაურა. ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ირანი იმ შემთხვევაში დათანხმდება ამერიკის ლიდერთან შეხვედრას, თუ ვაშინგტონის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნდება.