ტრამპის პასუხი კითხვაზე, ვინ გასცა ბრძანება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ - „მე არ ვიცი, თქვენ ხომ არ მეტყოდით?“
ტრამპის პასუხი კითხვაზე, ვინ გასცა ბრძანება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ - „მე არ ვიცი, თქვენ ხომ არ მეტყოდით?“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის თავდაცვისთვის საჭირო იარაღის გაგზავნა დაამტკიცა.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს უგზავნის.

„ჩვენ გვსურს თავდაცვითი იარაღის მიწოდება, რადგან პუტინი არ ექცევა ადამიანებს სწორად. ჩვენ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღს ვუგზავნით და მე ეს დავამტკიცე“, – განაცხადა ტრამპმა.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა ჰკითხა: „მაშინ, ვინ გასცა გასულ კვირას ბრძანება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ?“ რაზეც ტრამპმა უპასუხა: „მე არ ვიცი, თქვენ ხომ არ მეტყოდით?“