ტრამპის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

07:24, 05.08.2018
Police fire projectiles at counter-protesters during a rally by the Patriot Prayer group in Portland, Oregon, U.S. August 4, 2018.  REUTERS/Bob Strong

Police fire projectiles at counter-protesters during a rally by the Patriot Prayer group in Portland, Oregon, U.S. August 4, 2018. REUTERS/Bob Strong

პორტლენდში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი დაშლა პოლიციამ სცადა. არიან დაკავებულები.

შეტაკების დროს აქტივისტები ერთმანეთს სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ბოთლებს და ქვებს ესროდნენ.

რამდენიმე პოლიციელი და მომიტინგე დაშავდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს ბეისბოლის ჯოხები და დანები აღმოუჩინეს.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პორტლენდის ცენტრში ტრამპის მომხრე ულტრამემარჯვენეები შეიკრიბნენ. ორგანიზაცია Patriot Prayer-ის აქტივისტებს მეორე დემონსტრაციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. „პორტლენდში ნაცისტების ადგილი არ არის“, – სკანდირებდნენ მომიტინგეები.

მსგავსი