ტრამპის მიერ შესაწყალებელი ინდაურები ფეშენებელურ სასტუმროში გადაიყვანეს

ორი ინდაური, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა შეიწყალოს, ფეშენებელურ სასტუმროში გადაიყვანეს.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე ორი ინდაური – დრამსტიკი და ვიშბონი სასტუმრო „ვილიარდ ინტერკონტინენტალში“ მიიყვანეს, სადაც შინაური ცხოველები ძვირად ღირებულ ნომერში დააბინავეს. მინესოტაში გაზრდილი ინდაურების მოგზაურობის ამსახველი ვიდეო ინტერნეტით გაავრცელეს. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ინდაურებს შეიწყალებს, ისინი ვირჯინიის ტექნიკურ უნივერსიტეტში დაბინავდებიან.

თავად დონალდ ტრამპი მადლიერების დღეს ფლორიდაში მდებარე გოლფკლუბში ოჯახთან ერთად გაატარებს.

მადლიერების დღეს წელს აშშ-ში ხუთშაბათს, 23 ნოემბერს აღნიშნავენ.