ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაციის უფროსი ჯონ კელი თანამდებობას წლის ბოლოს დატოვებს
ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაციის უფროსი ჯონ კელი თანამდებობას წლის ბოლოს დატოვებს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ჯონ კელი თანამდებობას მიმდინარე წლის ბოლოს დატოვებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კელის შემცვლელის ვინაობას უახლოეს რამდენიმე დღეში დაასახელებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ჯონ კელის მიერ გაწეულ სამსახურს აფასებს.

ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, კელის შემცვლელად სავარაუდოდ ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ადმინისტრაციის უფროსი ნიკ ეიერში განიხილება.

ჯონ კელი თეთრი სახლის აპარატის უფროსად 2017 წლის ივლისში დაინიშნა. ამერიკული მედია უკვე რამდენიმე კვირაა წერს, რომ პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციის უფროსის გადაყენებას გეგმავს.