ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, ოთხშაბათისთვის დაასრულოს ახალი წერილობითი შეთანხმება, რომელიც შეიძლება, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველი გახდეს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს უახლოეს მომავალში, შესაძლოა უკვე ოთხშაბათს, დაასრულოს ახალი წერილობითი შეთანხმება, რომელიც შეიძლება, გახდეს საფუძველი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პოტენციური შეთანხმებისთვის. ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა.
როგორც უიტკოფმა აღნიშნა, პოზიტიური მოლოდინი აქვს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის დროებითი შეწყვეტასა და მშვიდობის მიღწევასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ახლოს ვართ, რომ გავაგზავნოთ ახალი პირობების ფურცელი. პრეზიდენტი მას განიხილავს. ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს გრძელვადიანი გადაწყვეტის, ცეცხლის დროებითი შეწყვეტისა და გრძელვადიანი გადაწყვეტის, მშვიდობიანი გადაწყვეტის მიღწევის შესახებ“, – აღნიშნა უიტკოფმა.