ტრამპი უცხოელი ჰაკერების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებას ითხოვს
ტრამპი უცხოელი ჰაკერების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსი, ჩინელი, ირანელი და ჩრდილოკორეელი ჰაკერების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებას ითხოვს. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია უკვე მუშაობს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც რუსეთის, ჩინეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერით მოქმედ კიბერ დამნაშავეებს წინააღმდეგ უნდა გადადგან.

როგორც ამერიკელი ჟურნალისტები წერენ, ახალი ზომების მიღებას მხარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, სახაზინო და თავდაცვის უწყებები აქტიურად უჭერენ მხარს. ამ უწყებებში შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ 2017 წელს რუსმა ჰაკერებმა აშშ-ის ენერგეტიკული კომპანიების კომპიუტერულ ქსელში შეაღწიეს.

კერძოდ აშშ გეგმავს რომ, საარჩევნო პროცესში ჩარევაში ეჭვმიტანილ პირებზე ძებნა ინტერპოლით გამოცხადდეს. ამასთან, ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს მოსთხოვს ამ პირების ექსტრადირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯები კიბერდამნაშავეებს გადაადგილების შესაძლებლობას შეუზღუდავს და მათ დაკავებას გააადვილებს.