ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე ფოლადის კედლის დიზაინი ლამაზია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-მექსიკის საზღვარზე ფოლადის კედლის დიზაინი ლამაზია. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.
ტრამპი აქვეყნებს კედლის გრაფიკულ ვერსიას, სადაც ავტომობილიც არის გამოსახული. ამდენად, შესაძლებელია იმის წარმოდგენა, თუ რა სიმაღლისაა თავად კედელი.
„ჩვენი ფოლადის ბარიერის დიზაინი სრულიად ეფექტური და ამავე დროს, ლამაზია“, – წერს ტრამპი.