დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გააუქმა და მექსიკასთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს
დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გააუქმა და მექსიკასთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება (NAFTA) გააუქმა და მის ნაცვლად მექსიკასთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

დონალდ ტრამპის თქმით, დაუყოვნებლივ დაიწყება მოლაპარაკებები კანადასთანაც.

„ისინი მას NAFTA-ს ეძახდნენ, ჩვენ მას ვუწოდებთ აშშ-მექსიკის სავაჭრო შეთანხმებას“, – აცხადებს პრეზიდენტი სააგენტო.

ახალი შეთანხმება საავტომობილო ინდუსტრიაზე, რაც ვაშინგტონისთვის ასე მნიშვნელოვანი იყო, ახალ პირობებს ითვალისწინებს. კერძოდ, ავტომობილების 75% ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე იქნება წარმოებული. ძველი შეთანხმებით კი, ეს მარჟა 62.5%-ს შეადგენდა.

დონალდ ტრამპის თქმით, ახლა ის კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან მოლაპარაკებას გეგმავს. დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ადმინისტრაციის გადაბარებისთანავე იმუქრებოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ NAFTA-ს ხელმომწერი მხარეები, კანადა და მექსიკა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების გადახედვას არ დასთანხმდებოდნენ, აშშ 1994 წელს გაფორმებული შეთანხმებიდან გავიდოდა.

ვაშინგტონი ცვლილებების შეტანას ავტოწარმოებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ კვოტებზე მოითხოვდა.

დატოვე კომენტარი