ტრამპი - ბირთვული იარაღით აღჭურვილ ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკური მომავალი არ აქვს
ტრამპი - ბირთვული იარაღით აღჭურვილ ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკური მომავალი არ აქვს

ბირთვული იარაღით აღჭურვილ ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკური მომავალი არ აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონსერვატიულ პოლიტიკურ ქმედებათა კონფერენციაზე განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ფხენიანთან ურთიერთობები გაძლიერდება და თუ ხელშეკრულების გაფორმებას დათანხმდება, ბრწყინვალე მომავალი ექნება.

ვიეტნამის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მეორე სამიტი კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა.

სამიტის დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ კიმ ჩენ ინმა სანქციების სრულად მოხსნა მოითხოვა. ფხენიანში კი აცხადებენ, რომ სამიტზე მხოლოდ სანქციების ნაწილობრივ მოხსნაზე იყო საუბარი.