ტრამპი აცხადებს, რომ ნორმანდიული ოთხეულის სამიტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისთვის პროგრესის წინაპირობა შეიძლება გახდეს
ტრამპი აცხადებს, რომ ნორმანდიული ოთხეულის სამიტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისთვის პროგრესის წინაპირობა შეიძლება გახდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნორმანდიული ოთხეულის სამიტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში პროგრესის წინაპირობა შეიძლება გახდეს. ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

„ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან საერთო ენის გამონახვა და კარგია, თუ საერთო ენას გამოვნახავთ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინაში არსებული ვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრაზე მხარეებმა შესაძლოა, უდიდეს პროგრესს მიაღწიონ, რაც კარგი იქნება, როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის.