ტრამპი აცხადებს, რომ New York Times-მა პენტაგონის მომავალი ხელმძღვანელის შესახებ „ფეიკ ნიუსი“ გაავრცელა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ New York Times-მა პენტაგონის მომავალი ხელმძღვანელის შესახებ „ფეიკ ნიუსი“ გაავრცელა. ტრამპი „ტვიტერში“ წერს, რომ ინფორმაცია, თითქოს პენტაგონს ყოფილი სენატორი დემოკრატებიდან, ჯიმ უები უხელმძღვანელებს, სინამდვილეს არ შეესაბამება.
გაზეთმა The New York Times-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას უებთან, რათა მან თავდაცვის უწყება ჩაიბაროს.
„დარწმუნებული ვარ, რომ უები შესანიშნავი ადამიანია, თუმცა მე მას არ ვიცნობ და არასოდეს შევხვედრივარ“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე წერს, რომ პენტაგონის მოქმედი შეფი პატრიკ შანაჰანი კარგად მუშაობს.