აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკასთან შეთანხმება მიღწეულია. ტრამპი ამის შესახებ „ტვიტერში“ წერს.
ტრამპის ცნობით, მექსიკა აშშ-ის საზღვართან კონტროლის გამკაცრებას დათანხმდა, რაც არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლას შეუწყობს ხელს.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მექსიკასთან შეთანხმებას მიაღწია“, – წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ მექსიკურ საქონელზე ტარიფების საკითხი შეჩერებულია. ტრამპი აცხადებდა, რომ თუკი მექსიკასთან იმიგრანტებთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნებოდა მიღწეული, 10 ივნისიდან მექსიკურ საქონელზე ხუთ პროცენტიან ტარიფებს შემოიღებდა.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკასთან შეთანხმების დეტალებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გაასაჯაროებს.