ტრაგედიის ადგილის დასათვალიერებლად, მინდელის შახტში სპეციალისტები ჩადიან
ტრაგედიის ადგილის დასათვალიერებლად, მინდელის შახტში სპეციალისტები ჩადიან

შრომის ინსპექტორებისგან და ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი მინდელის შახტში ჩადიან.

შვიდკაციანი ჯგუფი შახტის იმ უბანს დაათვალიერებს, სადაც გუშინ მოხდა. მოკვლევა რამდენიმე საათი გაგრძელდება.

„დღის მეორე ნახევარში უკვე გვექნება წინასწარი სურათი მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, თუმცა დასკვნის დასაწერად აუცილებელია მოხდეს მოკვლეული მასალების შეჯამება, რასაც ბუნებრივია, გარკვეული დრო დასჭირდება”-განაცხადა პირველ არხთან შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ, მეთანის აფეთქებას კედლების დეფორმაცია და ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.