ტრაგედია მექსიკაში - საფეხბურთის მატჩის დროს სროლას მსხვერპლი მოჰყვა #1TVSPORT
ტრაგედია მექსიკაში - საფეხბურთის მატჩის დროს სროლას მსხვერპლი მოჰყვა #1TVSPORT

წარმოუდგენელი ამბავი მოხდა მექსიკაში – სამოყვარულო ლიგის მატჩისას ადამიანების ჯგუფი ცეცხლსასროლი იარაღით სტადიონზე მყოფებს მოულოდნელად თავს დაესხა.

სამოყვარულო ჩემპიონატის მატჩი მექსიკაში, ბაიო დე ბოლას ბიანკას პროვინციაში გაიმართა. მექსიკური წყაროს ინფორმაციით, ცეცხლი სტადიონის გარეთ მყოფმა რამდენიმე ადამიანმა გახსნა. ამან მოედანზე მყოფ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებში პანიკა გამოიწვია. გადარჩენის მიზნით სტადიონზე მყოფებიდან ზოგიერთი გაიქცა, ზოგი კი მოედანზე დაწვა. საბოლოოდ სამი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.