ტრადიციული არგენტინა-ნიგერია და ჯგუფური ეტაპის სხვა ფაქტები
ტრადიციული არგენტინა-ნიგერია და ჯგუფური ეტაპის სხვა ფაქტები

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრამ D ჯგუფში ერთმანეთს არგენტინა და ნიგერია შეახვედრა, E ჯგუფში კი ბრაზილია და სერბეთი.

მატჩები: არგენტინა-ნიგერია და ბრაზილია-სერბეთი ​მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის რანგში მეხუთედ ჩატარდება და ეს ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდება.

არგენტინამ ნიგერიას ოთხიდან ოთხჯერ მოუგო, ბრაზილიამ და მაშინ ჯერ კიდევ იუგოსლავიამ თითო მატჩი მოიგეს და ორჯერ ფრედ ითამაშეს.

ცოტა ხნის წინ, არგენტინასა და ნიგერიას შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა კრასნოდარში და აფრიკელებმა 0:2-დან შეძლეს 4:2 მოგება. არგენტინა იმ მატჩში ლიონელ მესის გარეშე თამაშობდა.

 

სხვა საინტერესო ფაქტები ჯგუფური ეტაპიდან:

  • – საფრანგეთის ნაკრების ბოლო სამი გოლი დანიის კარში ოლივიე ჟირუს ეკუთვნის.
  • – საფრანგეთს დანიისთვის ბოლო შვიდი მატჩიდან ექვსი აქვს მოგებული.
  • – საფრანგეთი ბოლოს ავსტრალიას 2013 წლის ოქტომბერში შეხვდა და 6:0 მოუგო.
  • – კრიშტიანუ რონალდუს ესპანეთის წინააღმდეგ ოთხჯერ უთამაშია და არც ერთი გოლი არ გაუტანია, მათ შორის, პენალტების სერიისას.
  • – პორტუგალია და ესპანეთი ერთმანეთს 35-ჯერ შეხვედრიან.
  • – გერმანიას სამხრეთ კორეისთვის ორიდან ორი მატჩი აქვს მოგებული.
  • – გერმანიამ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე შვედეთს მოუგო.
  • – გერმანიას არასოდეს წაუგია მექსიკასთან – 2 მოგება და 1 ფრე.
  • – ინგლისმა ფინალურ ეტაპებზე აფრიკელ მოწინააღმდეგეებთან ბოლო ექვს მატჩში კარი “მშრალად” ხუთჯერ შეინახა.
  • – ბრაზილიას ორიდან ორჯერ ჰყავს დამარცხებული კოსტა რიკა – 1990 წელს 1:0 და 2002 წელს – 5:2.
  • – ინგლისმა 1998 წლის ჩემპიონატზე ალან შირერისა და პოლ სქოულზის გოლებით 2:0 მოუგო ტუნისს.
  • – ბოლო 21 მატჩიდან ინგლისმა მხოლოდ ერთხელ წააგო ბელგიასთან – 1936 წელს 2:3.