„ტრაბზონის“ პრეზიდენტი ჩაკვეტაძის გამო სკაუტებს გაუბრაზდა - რაზე ფიქრობდით, როდესაც ეს ბავშვი „გენტში“ წავიდა?
„ტრაბზონის“ პრეზიდენტი ჩაკვეტაძის გამო სკაუტებს გაუბრაზდა - რაზე ფიქრობდით, როდესაც ეს ბავშვი „გენტში“ წავიდა?

„ჩაკვეტაძე როგორ გამოგრჩათ?“ – ამ სიტყვებით მიმართა თურქეთის სუპერლიგის ლიდერის, „ტრაბზონსპორის“ პრეზიდენტმა აჰმედ აღაოღლუმ კლუბის სელექციონერებს.

კლუბის თავკაცი უკმაყოფილოა, რომ ქართველი ტალანტი გუნდმა ხელიდან გაუშვა. ამის შესახებ საინტერესო წერილი თურქულ გამოცემა „ფოტოსპორში“ დაიბეჭდა.

„ტრაბზონსპორის“ პრეზიდენტი აჰმედ აღაოღლუ პირადად მონაწილეობს შემდეგი სეზონის ტრანსფერების დაგეგმვაში და მუდმივ კავშირშია მწვრთნელ ჰუსეინ შიმშირთან. ასევე გუნდის სკაუტების მიერ შემოთავაზებულ მოთამაშეებს ყურადღებით სწავლობს. აღაოღლუ გაბრაზებულია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის მიწვევაც 2018 წელს 1.5 მილიონ ევროდ შეეძლოთ, ვერ დაიმატეს. მიზეზი ისაა, რომ ქართველი ფეხბურთელის ღირებულება, რომელიც „გენტში“ თამაშობს, ახლა მნიშვნელოვნად გაიზარდა“ – წერს გამოცემა.

„ფოტოსპორის“ ცნობით, „ტრაბზონსპორი“ საიმედო პარტნიორს ეძებს არგენტინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, ხოსე ერნესტო სოსასთვის, რომელიც იყო მიუნხენის „ბაიერნის“, მადრიდის „ატლეტიკოს“, „ნაპოლის“, „ბეშიქთაშისა“ და „მილანის“ ფეხბურთელი, არგენტინის ნაკრებში კი 2005-2013 წლებში 19 მატჩი ჩაატარა.

„გუნდი ეძებს ახალგაზრდა უცხოელს, რომელიც მომავალ სეზონში სოსას გვერდით ითამაშებს. „ტრაპიზონსპორის“ ოფისში სკაუტებმა ასეთად ბელგიაში მოთამაშე ქართული გიორგი ჩაკვეტაძე დააასახელეს, რომელიც „გენტში“ თამაშობს. 20 წლის ფეხბურთელი თვისებებით სოსას მსგავსია“ – ამტკიცებს გამოცემა.

თურქული გამოცემა წერს, რომ ქართველის კანდიდატურის გაცნობის შემდეგ, „ტრაბზონსპორის“ პრეზიდენტს სკაუტებისადმი პრეტენზია გაუჩნდა: „ჩაკვეტაძე საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. მართალია, გუნდის სკაუტების ყურადღება მიიპყრო, მაგრამ პრეზიდენტმა აჰმედ აღაოღლუმ მათ ჰკითხა: „რაზე ფიქრობდით, როდესაც ეს ბავშვი „გენტში“ წავიდა?“ გუნდის პრეზიდენტს სჯერა, რომ ჩაკვეტაძის ტრანსფერი, რომლის სატრანსფერო ფასიც მაშინ 1,5 მილიონ ევროს აღწევდა, ახლა მინიმუმ 5 მილიონი ევრო მაინც დაუჯდება იმ შემთხვევაშიც კი, გადასვლა თავად ჩაკვეტაძემ რომ მოინდომოს“.

თურქეთში სუპერლიგის გთამაშება 26-ე ტურის შემდეგ შეჩერდა. „ტრაბზონმა“ და „ისტანბულ ბაშაკშეჰირმა“ 53-53 ქულა დააგროვეს და პირველ-მეორე ადგილებზე არიან.