თოვლიანი ბათუმი ირაკლი გედენიძის ფოტოობიექტივში
თოვლიანი ბათუმი ირაკლი გედენიძის ფოტოობიექტივში

ბათუმში წელს პირველი თოვლი მოვიდა. ზღვისპირა ქალაქში გუშინ საღამოდან მოყოლებული თოვს.

თოვლის საფარმა დღეს გარეუბნებში 30 სანტიმეტრს მიაღწია, თუმცა ნალექს ბათუმისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

პირველ თოვლს სუბტროპიკული ქალაქის მცხოვრებლები განსაკუთრებული ხალისით შეხვდნენ.

ბათუმში მობილიზებულია ტექნიკა და ცენტრალური ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მუშაობს ცოცხალი ძალაც, რომელიც თოვლის საფარისგან ტროტუარებს ასუფთავებს. ასევე, მიმდინარეობს დათოვლილი დეკორატიული და ბუჩქოვანი ხე-მცენარეების დაფერთხვის სამუშაოები.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა ბათუმში დღეს საღამოს მინუს 4 გრადუსამდე დაეცემა.

თოვლიანი ბათუმი საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ფოტოობიექტივში მოხვდა.