ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის უფროსი ვაჟი კრისტიან ტოტი „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი გახდა, – დაწერა გამოცემა Sky Sport Italia-მ.
წყაროს ცნობით, უმცროსმა ტოტიმ გაწყვიტა კონტრაქტი „ფროსინონესთან“, სადაც ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.
18 წლის ფორვარდმა უკვე გამართა ახალ კლუბში პირველი ვარჯიში, რომელსაც ფეხბურთელის მამა ესწრებოდა.