ტოტის ვაჟი „ვალეკანოში“ გადავიდა #1TVSPORT

18:55, 28.01.2024

ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტის უფროსი ვაჟი კრისტიან ტოტი „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი გახდა, – დაწერა გამოცემა Sky Sport Italia-მ.

წყაროს ცნობით, უმცროსმა ტოტიმ გაწყვიტა კონტრაქტი „ფროსინონესთან“, სადაც ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.

18 წლის ფორვარდმა უკვე გამართა ახალ კლუბში პირველი ვარჯიში, რომელსაც ფეხბურთელის მამა ესწრებოდა.

მსგავსი