„ტოტენჰემის“ ყიდვას ირანული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერი გეგმავს #1TVSPORT
„ტოტენჰემის“ ყიდვას ირანული წარმოშობის ამერიკელი მილიარდერი გეგმავს #1TVSPORT

ირანული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ჯამ ნაჯაფი ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის, „ტოტენჰემის“ შეძენას აპირებს, – იუწყება The Financial Times-ი.

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, გარიგება უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში შედგეს. ჯამ ნაჯაფს „ტოტენჰემის“ ყიდვა 2,8 მილიარდი ევრო დაუჯდება, პლუს 700 მილიონი ევრო კლუბის ვალების დასაფარად.

ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა ნაჯაფი ინვესტიციას სპორტულ კლუბში დააბანდებს. მილიარდერი ფლობს წილს NBA-ის კლუბ „ფინიქსში“ და „მაკლარენის“ („ფორმულა 1“) საჯინიბოში.

ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „ტოტენჰემი“ ლიდერთა შორისაა და მეხუთე პოზიციას იკავებს.