„ტოტენჰემის“ მწვრთნელი ტომას ფრანკი - ჩვენი მიზანი „პარი სენ-ჟერმენის“ დამარცხებაა #1TVSPORT
ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ფრანკმა უეფა-ს სუპერთასის მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ინგლისური გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.
„ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვებაა. ფინალში თამაში თავისთავად შესანიშნავი მოვლენაა. იმედი მაქვს, გუნდი შეძლებს ევროპა ლიგის ფინალში მიღებული გამოცდილების გამოყენებას და ამჯერადაც გამარჯვებას მიაღწევს.
ცხადია, „პარი სენ-ჟერმენი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში და ახალი სეზონის წინ ეს ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ საკუთარ ძალაში დარწმუნებული ვართ“, – განაცხადა ფრანკმა.
დანიელმა სპეციალისტმა „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ავსტრალიელი ენჯ პოსტეკოგლუ შეცვალა, რომელთან ერთადაც ინგლისურმა გუნდმა ევროპის ლიგის 2024/2025 წლის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1:0 დაამარცხა.
უეფა-ს სუპერთასის მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ტოტენჰემს“ შორის 13 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა იტალიის ქალაქ უდინეში ჩატარდება.