„ტოტენჰემის“ ფეხბურთელი სამხრეთ კორეის ჯარში ურთულეს მომზადებას გაივლის
„ტოტენჰემის“ ფეხბურთელი სამხრეთ კორეის ჯარში ურთულეს მომზადებას გაივლის

„ტოტენჰემის“ კორეელი თავდამსხმელი სონ ჰინ მინი საკუთარი ქვეყნის შეირაღებულ ძალებში ურთულეს სამხედრო მომზადებას გაივლის, – იუწყება Reuters.

ინგლისის ჩემპიონატი შეჩერებულია, „ტოტენჰემის“ ფეხბურთელს კი ეხება ერთთვიანი სამხედრო სამსახური, რომელიც პანდემიამდე გაურკვეველი პერიოდით გადაუვადეს.

გამოცემის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელს მოუწევს სამხედრო აღჭურვილობით 30 კილომეტრის გავლა, ღია ცეხლის ქვეშ პოლიგონზე ყოფნა და ცრემლსადენი გაზის გაძლება. სონ ჰინ მინის სამხედრო წვრთნა ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღსაც ითვალისწინებს.

სონ ჰინ მინი სამხრეთ კორეამ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან 2018 წელს გაათავისუფლა, როცა მისი  დახმარებით ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა აზიის ჩემპიონატში გაიმარჯვა.