„ტოტენჰემი" რვაწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია - ფაქტები და სტატისტიკა
„ტოტენჰემი" რვაწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია - ფაქტები და სტატისტიკა
  • ​„ტოტენჰემი” რვაწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. ბრიტანულმა საფეხბურთო კლუბმა „დორტმუნდი” დაამარცხა.
  • „ტოტენჰემს” ოთხიდან ოთხი მოგება აქვს ევროთასებზე „დორტმუნდის” წინააღმდეგ.
  • ბრიტანული კლუბი 2011 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
  • რაც შეეხება გერმანულ საფეხბურთო გუნდს, „დორტმუნდმა” ამ სეზონში პირველად წააგო საკუთარ მოედანზე ოფიციალური მატჩი.
  • ჰარი კეინმა სამ მატჩში ოთხჯერ გაუტანა “დორტმუნდს”. ინგლისელმა ფეხბურთელმა 24-ე გოლი გაიტანა ევროთასებზე და „ტოტენჰემის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამ შედეგით მან ჯერმეინ დეფოს გაუსწრო.
  • აღსანიშნავია ისიც, რომ „ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 18 მატჩია, უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

დორტმუნდი – ტოტენჰემი 0:1 (0:3)
გოლი: 0:1 კეინი (49)
დორტმუნდი: ბიურკი – ვოლფი (62. ბრუუნ ლარსენი), აკანჯი, ვაიგლი, დიალო – ვიტსელი, სანჩო, როისი (74. დელენი), გიოტცე, გერეირო (62. პულიშიჩი) – პაკო ალკასერი.
ტოტენჰემი: ლორისი – ორიე, ალდერვეირელდი, სანჩესი, ვერტონგენი, დევისი – უინქსი (55. დაიერი), ერიკსენი (83. როუზი), სისოკო – სონი (71. ლამელა), კეინი.