„ტორპედომ“ საუკეთესოები გამოავლინა - სეზონის ფეხბურთელი კაპანაძეა
„ტორპედომ“ საუკეთესოები გამოავლინა - სეზონის ფეხბურთელი კაპანაძეა

სეზონი დასრულდა და ქუთაისის „ტორპედომ“ კლუბის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა და დააჯილდოვა.

წლის საუკეთესო მოთამაშედ თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე დაასახელეს, რომელმაც დასრულებულ სეზონში „ტორპედოს“ მაისურით (საქართველოს თასის ჩათვლით) 21 გოლი გაიტანა და გუნდის ბომბარდირი გახდა. თორნიკემ საღამოზე სამი პრიზი დაიმსახურა. მას ასევე გადაეცა საუკეთესო თავდამსხმელისა და წლის გოლის ავტორის პრიზი. შეგახსენებთ, რომ თორნიკე კაპანაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ორი ჯილდო მიიღო ოლექსანდრ აზაცკიმ. „ტორპედოს“ ფანებმა 2018 წელს უკრაინელი ლეგიონერი გამოარჩიეს და ნომინაციაში „ფანების რჩეული 2018“ სწორედ უკრაინელმა მცველმა იმარჯვა. კუთვნილი ჯილდო მას „ტორპედოს“ ფანმა, გიორგი გოგრიჭიანმა გადასცა. ამავე დროს, ოლექსანდრ აზაცკი 2018 წლის საუკეთესო ლეგიონერადაც დაასახეელს.

საუკეთესო მეკარე – როინ კვასხვაძე;
საუკეთესო მცველი – მამუკა კობახიძე;
საუკეთესო ნახევარმცველი – მათე ცინცაძე;
საუკეთესო თავდამსხმელი – თორნიკე კაპანაძე;
საუკეთესო ლეგიონერი – ოლექსანდრ აზაცკი;
უნივერსალი – გიორგი ქიმაძე;
საუკეთესო გოლის ავტორი – თორნიკე კაპანაძე;
ფანების რჩეული – ოლექსანდრ აზაცკი;
საუკეთესო ფეხბურთელი – თორნიკე კაპანაძე.