„ტორპედომ“ მეორე სპარინგიც ვერ მოიგო (ვიდეო)
„ტორპედომ“ მეორე სპარინგიც ვერ მოიგო (ვიდეო)

ქუთაისის „ტორპედომ“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ვერც ამჯერად მოიგო.

ქუთაისში, საღორიის საწვრთნელ ბაზაზე მიხეილ აშვეთაის გუნდმა ფოთის „კოლხეთს“ ამხანაგურ მატჩში უმასპინძლა და პირველ ტაიმში გიორგი ფანცულაიას დუბლით 2:0 დაწინაურდა.

მეორე ნახევარი კოლხებმა ჩაატარეს. გიორგი კაშიამ 53-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, ხოლო ლაშა გვალიამ ხუთ წუთში ქუთაისელთა კარი მეორედ აიღო და საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ქუთაისელთა ფორმით პირველად ითამაშა ლუკა ქაფიანიძემ, რომელიც თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდშიც უთამაშია. 20 წლის მცველი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია.

„ტორპედო“ – „კოლხეთი 1913“ 2:2

გოლი: 1:0 ფანცულაია (17), 2:0 ფანცულაია (26), 2:1 კაშია (53), 2:2 გვალია (58).

„ტორპედო“: ბულისკერია, ტაბატაძე, მირცხულავა, კასრაძე, ბოჭორიშვილი, მარკოვიჩი, ძარია, ივანიშვილი, ჯანელიძე, ციცქიშვილი, ფანცულაია.

შეცვლაზე: შოვნაძე, ადამაძე, ქაფიანიძე, გრიგალაშვილი, აბულაძე, შარვაშიძე, იონანიძე, კვერნაძე.