„ტორპედომ“ მაკედონიელებს სძლია
„ტორპედომ“ მაკედონიელებს სძლია

ქუთაისის „ტორპედომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი, მაკედონიის ჩემპიონატის მესამეადგილოსან „პანდევის აკადემიასთან“ გამართა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ანგარიში ბულგარელებმა მე-11 წუთზე გახსნეს. „ტორპედომ“ წონასწორობა 18-ე წუთზე, ბუდუ ზივზივაძის გოლით აღადგინა. მეორე გოლიც ისევე როგორც პირველი, გიორგი ქიმაძის ფლანგური გადაცემის შედეგად გავიდა – ზივზივაძეს მცველი გადაეღობა და ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი ლევან გეგეჭკორმა გაიტანა – 2:1.
მეორე ტაიმში შესცლაზე შემოსულმა თენგიზ წიქარიძემ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ თორნიკე კაპანაძე დატოვა, რომელმაც ახლო კუთხეში გაიტანა და „ტორპედოს“ სასარგებლოდ საბოლოო ანგარიში – 3:1 დააფიქსირა.

ტორპედო – პანდევის აკადემია 2:1
0:1 (11), 1:1 ზივზივაძე (18), 2:1 გეგეჩკორი (41), კაპანაძე (69)

„ტორპედო“: კვასხვაძე, ხურცილავა, გეგეჩკორი, კობახიძე, ქიმაძე, ცინცაძე, ჩაჩუა, დოლიძე, სტიეპოვიჩი, ქავთარაძე, ზივზივაძე

შეცვლაზე: ქვილითაია, მიქაია, ტაბატაძე, ნებიერიძე, ჭიჭინაძე, ბურჯანაძე, ბოჭორიშვილი, გიგაური, რიჩარდ ლუკა, წიქარიძე, შარვაშიძე, კაპანაძე