„ტორპედომ“ კარაგუნისი დაიმატა - გამოცდილი ბერძენი მოთამაშე კვიპროსიდან ჩამოვიდა #1TVSPORT
„ტორპედომ“ კარაგუნისი დაიმატა - გამოცდილი ბერძენი მოთამაშე კვიპროსიდან ჩამოვიდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას გამოცდილი ბერძენი ვასილის კარაგუნისი დაიცავს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ეს ის კარაგუნისი არაა, მსოფლიოს ბერძნული ფეხბურთი რომ გააცნო. ქუთაისის „ტორპედოს“ ახალწვეული ვასილის კარაგუნისი 27 წლის მოთამაშეა, რომელიც 16 წლის ასაკში, 2010 წელს „უდინეზეს“ ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა, 2012 წელს ბერძნულ გრანდში, პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ მოხვდა, სადაც არ უთამაშია და იჯარით გაუშვეს სალონიკის „არისში“, იტალიურ „რეჯინასა“ და კვიპროსულ აელ-ში.

2016 წელს კარაგუნისის ტრანსფერი ბერძნულმა „არისმა“ გამოისყიდა, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ ბერძნულ „პლატანიასში“ გადავიდა, სადაც 2020 წლამდე ითამაშა. ბოლოს კარაგუნისი კვიპროსში დაბრუნდა ქუთაისის „ტორპედომდეარადიპუსერმისში“ თამაშობდა.

მისი პოზიციის შესახებ ქუთაისური კლუბი და „ტრანსფერმარკტი“ წერენ, რომ კარაგუნისი საყრდენი ნახევარმცველია. თუმცა, ბერძნული ვიკიპედიის მიხედვით, იტალიაში, „რეჯინაში“ გადასვლისას მარცხენა მცველად ათამაშეს, როდესაც მისთვის ბუნებრივი პოზიცია მარჯვენა მცველობა არისო.

ბერძენი ფეხბურთელის ღირებულებად გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალიტრანსფერმარკტი“ 250 ათას ევროს ასახელებს. ის უკვე ქუთაისშია და ჩემპიონატის განახლებისას გუნდს დაეხმარება.