ქუთაისის „ტორპედომ„ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-20 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გამართა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
კახა ჩხეტიანის გუნდი „რუსთავს“ დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ წელს „ტორპედო“ უფრო ამბიციური გუნდია, რუსთაველები მწვავედ უტევდნენ და რეალური საგოლე მომენტები შექმნეს. თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიამ, დავით კვირკველიამ და გეორგი გაბულოვმა ამ მომენტებით ვერ ისარგებლეს და შეხვედრა 0:0 დასრულდა.