ტორპედომ გამოტოვებულ შეხვედრაში რუსთავთან ქულა მოიპოვა [ფოტო]
ტორპედომ გამოტოვებულ შეხვედრაში რუსთავთან ქულა მოიპოვა [ფოტო]

ქუთაისის „ტორპედომ„ ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-20 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გამართა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

კახა ჩხეტიანის გუნდი „რუსთავს“ დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ წელს „ტორპედო“ უფრო ამბიციური გუნდია, რუსთაველები მწვავედ უტევდნენ და რეალური საგოლე მომენტები შექმნეს. თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიამ, დავით კვირკველიამ და გეორგი გაბულოვმა ამ მომენტებით ვერ ისარგებლეს და შეხვედრა 0:0 დასრულდა.

„ტორპედომ“ 31 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა. თუმცა, საჩხერეს „ჩიხურაზე“ (38) სამიით ნაკლები თამაშია აქვს ჩატარებული და თეორიულად მისი გადასწრება შეუძლია. „რუსთავი“ კი 26 ქულით მე-6 ადგილზეა.