„ტორპედომ“ ფოთში „კოლხეთთან“ თამაში შემოატრიალა #1TVSPORT
„ტორპედომ“ ფოთში „კოლხეთთან“ თამაში შემოატრიალა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში ფოთში „კოლხეთს“ ესტუმრა და დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლაში მასპინძლები 4:2 დაამარცხა.

შეხვედრა ფოთელებისთვის სასურველი სცენარით დაიწყო. 41-ე წუთზე „კოლხებმა“ ანგარიში დავით ფაღავას გოლით გახსნეს. მართალია, მოჰამედ შერიფმა ზედიზედ მეორე ტურში გატანილი ბურთით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 69-ე წუთზე მასპინძლები ნიკოლას კაპანაძის ზუსტი დარტყმით ისევ წინ გავიდნენ.

ქუთაისელებმა იბრძოლეს და შედეგს მიაღწიეს. მასპინძელთა კარში 87-ე და 90+1-ე წუთებზე ორი პენალტი დაინიშნა და ორივე ბიორნ იონსენმა გამოიყენა. 90-ე წუთზე, პენალტამდე „კოლხეთის“ მცველი აკაკი გიუნაშვილი გააძევეს, ხოლო 90+9-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ქუთაისელთა კაპიტანმა, ლადო მამუჩაშვილმა ეფექტური საჯარიმო დარტყმით დააფიქსირა.

25 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ ანგარიშზე 39 ქულაა და ბათუმის „დინამოსთან“ (35) უპირატესობა გაზარდა, ხოლო „კოლხეთი“ (18) ბოლო ადგილზე დარჩა.