„ტორპედომ“ და „თელავმა“ მოიგეს, „სამგურალი“ „სუხრონთან“ დამარცხდა #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ კვიპროსულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი „არარატ არმენიასთან“ გამართა და 1:0 დაამარცხა. ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანმა მეტოქე პირველ ტაიმში კისლეი ზიტას მიერ გატანილი გოლით სძლია.
ანტალიაში შეკრებას განაგრძობს წყალტუბოს „სამგურალი“ – გიორგი ონიანის გუნდმა ამხანაგური მატჩი ტერმეზის „სუხრონთან“ გამართა და 1:2 წააგო. უზბეკეთის ჩემპიონატის წარმომადგენელთან ერთადერთი გოლი ანგარიშზე საბა ჩხეტიანმა ჩაიწერა.
ასევე თურქეთშია „თელავი“, რომელმაც სპარინგმატჩი ტაშკენტის „ლოკომოტივთან“ ჩაატარა და ტატო ჟივიძის გოლით 1:0 დაამარცხა.
16 თებერვალს წყალტუბოს გუნდი მოლდოვურ „პეტროკუბს“ დაუპირისპირდება, რომელსაც შოთა მახარაძე წვრთნის. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.