„ტორპედო“ ტიტულების დაბრუნებას დაიწყებს - ქუთაისელთა ლეგიონერმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა #1TVSPORT
„ტორპედო“ ტიტულების დაბრუნებას დაიწყებს - ქუთაისელთა ლეგიონერმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა #1TVSPORT

მეჰდი ბუკასი ქუთაისის „ტორპედოს“ ეროვნულ ლიგაში დარჩენას გამოეხმაურა – ქუთაისელთა ალჟირელმა ლეგიონერმა გულშემატკივრებს მარტვილის „მერანთან“ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ამ შეხვედრაში ყველამ ერთად გავაკეთეთ საქმე. თქვენ ხართ საქართველოში საუკეთესო გულშემატკივრები და საუკეთესოს იმსახურებთ. მერწმუნეთ, ქუთაისის „ტორპედო“ კარგ ხელშია და მომავალი სეზონიდან ჩვენთან ტიტულების დაბრუნება დაიწყება. მადლობა ყველას, ეს ატმოსფერო ფანტასტიკური იყო“, – წერს მეჰდი ბუკასი.

მეჰდი ბუკასი 25 წლისაა. ნახევარმცველი ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშე წელს გახდა და პრესტიჟული 10-ნომრიანი მაისურა მიიღო. საქართველოში ჩამოსვლამდე ალჟირულ „ბელ აბეს“ და „პარადუს“ შემდეგ ახალგაზრდული კარიერა ბელგიურ „შარლერუაში“ (2011-2017) და ნიდერლანდურ კერკრადესროდაში (2017) გააგრძელა. პროფესიული კარიერა 20 წელს პორტუგალიურ „ოლივერენსეში“ (2017-2019) დაიწყო, შემდეგ – ბულგარულ „ჩერნო მორეში“ (2019-2020).

მეჰდი ბუკასი ქუთაისის „ტორპედოში“ 2021 წელს ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერია. მან „ტორპედოს“ ფორმით 33 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.