„ტორპედო“ პოლონეთში გაზრდილ ქართველ თავდამსხმელს იმატებს #1TVSPORT
„ტორპედო“ პოლონეთში გაზრდილ ქართველ თავდამსხმელს იმატებს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოში“ იაგო დეისაძე ითამაშებს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელზე ინფორმაციას Geoteam-ი ავრცელებს.

საფეხბურთო გვერდის ცნობით, ახალგაზრდა „ჯვაროსნების“ 21 წლის ფორვარდი ქუთაისში ითამაშებს არა იჯარით, არამედ სრულფასოვანი კონტრაქტის საფუძველზე. სამედიცინო შემოწმება ხვალ დაიგეგმა, ხოლო ხელშეკრულებას ამის შემდეგ 2+1 სისტემით გააფორმებს.

21-წლამდელების თავდამსხმელი პოლონეთში გაიზარდა და სამოყვარულო „ვარშავიდან“ პროფესიული კარიერა 2024 წლის ზაფხულში „ტერმალიკაში“ გააგრძელა, რომელთან ერთადაც ექსტრაკლასას საგზური მოიპოვა.

დეისაძემ ვარჯიში ქუთაისის „ტორპედოს“ საფეხბურთო სკოლაში დაიწყო და ახლა მშობლიური ქალაქის გუნდს დაუბრუნდება.