„ტორპედო“ ინკუმმა დატოვა - არასდროს დამავიწყდება შესანიშნავი გულშემატკივარი #1TVSPORT
„ტორპედო“ ინკუმმა დატოვა - არასდროს დამავიწყდება შესანიშნავი გულშემატკივარი #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოში“ არსებული ვითარების გამო გუნდი განელმა ლეგიონერმა სამეულ ინკუმმა დატოვა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამუელ ინკუმმა ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა. გუნდი მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს სამუელს“ – წერია კლუბის განცხადებაში.

თავის მხრივ, სოციალურ ქსელში განცახდება თავად ინკუმმა გაავრცელა და კლუბს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა იმ პერიოდისთვის, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ გავატარე. მადლობა მწვრთნელებს, გუნდის მენეჯერებს და კლუბის თითოეულ წევრს. წასვლის დროა და მინდა მომავალში წარმატებები გისურვოთ. არასდროს დამავიწყდება ის შესანიშნავი გულშემატკივარი, რომელიც მაძლიერებდა და მოტივაციას მაძლევდა. ფანებო, ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. წარმატებები ქუთაისის ტორპედოს“, – წერს ინკუმი.

განელი ფეხბურთელი „ტორპედოში“ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჩაირიცხა, ქუთაისელთა ფორმა 16-ჯერ მოირგო და ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. შეგახსენებთ, რომ ინკუმი განის ნაკრების წევრი იყო და მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშია.