„ტორპედო“ ეროვნული ლიგის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერის მოლოდინში - მამადუ სახომ, შესაძლოა, ქუთაისურ კლუბში ითამაშოს #1TVSPORT
„ტორპედო“ ეროვნული ლიგის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერის მოლოდინში - მამადუ სახომ, შესაძლოა, ქუთაისურ კლუბში ითამაშოს #1TVSPORT

შესაძლოა, რომ ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელოს და გუნდში საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი მამადუ სახო დაიმატოს – ინფორმაცია „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩის დროს ქუთაისური კლუბის წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ცნობის საფუძველზე გავრცელდა.

34 წლის ფრანგი მცველის მენეჯერები ქუთაისში იმყოფებიან და ეროვნული ლიგის მატჩს ესწრებიან. მოლაპარაკება დაწყებულია და „ტორპედო“ იმედოვნებს, რომ ეროვნული ლიგის ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერს განახორციელებს.

მამადუ სახო თამაშობდა „პარი სენ-ჟერმენში“, „ლივერპულში“, ბოლოს კი „მონპელიეში“ გამოდიოდა, რომელიც 2023 წლის 2 ნოემბერს დატოვა.