„ტორპედო“ ამ სეზონში მესამედ დამარცხდა - კაცნაკლულმა „დინამომ“ „თელავთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
„ტორპედო“ ამ სეზონში მესამედ დამარცხდა - კაცნაკლულმა „დინამომ“ „თელავთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მთავარი მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც „ტორპედომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და დამარცხდა – 1:2.

ანგარიში „დილას“ თავდამსხმელმა, ირაკლი ბუღრიძემ მე-15 წუთზე გახსნა. მართალია, პაატა ღუდუშაურმა ძალიან სწრაფად (17 წთ) წონასწორობა აღადგინა, მაგრამ იბრაჰიმ დრამემ (86 წთ) სტუმრებს გამარჯკვება მოუტანა.

***

„დინამო თბილისმა“ გასვლაზე „კავკასიონი არენაზე“ „თელავთან“ იბრძოლა და ქულა გადაარჩინა. ანგარიში მასპინძლებმა მე-6 წუთზე დაჩი ცნობილაძის გოლით გახსნეს. შვიდ წუთში თბილისელებს მოედნიდან თორნიკე მორჩილაძე გაუძევეს. მაგრამ „დინამომ“ ასეთ მდგომარეობაში თამაში მათე ვაწაძის (24 წთ) გოლით გაათანაბრა და ქულა მოიპოვა.

მე-4 ტურის დარჩენილი ორი მატჩი ხვალ გაიმართება:

ტური 4

კვირა, 16 მარტი

კოლხეთი 1913 – გარეჯი

15:00. საფეხბურთო ცენტრი – ქობულეთი

გაგრა – სამგურალი

18:00. დავით პეტრიაშვილი – თბილისი