„ტორონტო რეპტორზმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
„ტორონტო რეპტორზმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბინადარმა „ტორონტო რეპტორზმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ​ დუეინ კეისი დაითხოვა, – წერს USA Today-ის მიმომხილველი ჯეფ ზილჯიტი. ამ მოვლენიდან რამდენიმე დღით ადრე, კეისი 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

ტორონტომ“, რომელმაც აღმოსავლეთ კონფერენციაში რეგულარული მოიგო, პლეი ოფის მეორე რაუნდის სერია 0:4 წააგო „კლივლენდთან“.

კანადური კლუბისა და 61 წლის კეისის კონტრაქტი კიდევ ერთი წელი იყო ძალაში. ის „რეპტორზს“ 2011 წლიდან ავარჯიშებდა.

დატოვე კომენტარი