თორნიკე შენგელიამ „ზენიტის“ ბარიერი გადალახა და „ვითიბი ლიგის“ ფინალშია #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგის ნახევარფინალში „ზენიტი“ სერიაში 3:1 დაამარცხა და ფინალში ითამაშებს.
სერიის დაწყებამდე მოედნის უპირატესობა სანკტპეტერბურგელთა მხარეს იყო, რომლებმაც რეგულარული ეტაპი უკეთეს პოზიციაზე დაასრულეს, თუმცა ცსკა-მ პირველივე მატჩი სტუმრად მოიგო და საწყისი ორი შეხვედრის შემდეგ შინ ანგარიშით 1:1 გამობრუნდა.
თორნიკეს თანაგუნდელებმა ორივე საშინაო თამაში მოიგეს. სერიის ბოლო, მეოთხე დაპირისპირებაში ყველაფერი უკანასკნელ წუთებზე გადაწდა, რომელიც ცსკა-ს კალათბურთელებმა უკეთესად ჩაატარეს და 85:71 იმარჯვეს.
მატჩის ბომბარდირი დანიელ ჰაკეტი გახდა, რომელმაც მატჩი 20 ქულითა და 7 პასით დაასრულა.
შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 29 წუთი, 12 ქულა (5/3 ორქულიანი, 3/1 სამიანი, 4/3 საჯარიმო), 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა.
ცსკა ვითიბი ლიგის ფინალში ყაზანის „უნიქსს“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში ყუბანის „ლოკომოტივი“ დაამარცხა. ფინალური სერია 7 ივნისს დაიწყება. მანამდე შენგელიას თანაგუნდელებს ევროლიგის ოთხთა ფინალი ელით. 1/2 ფინალში ისინი თურქულ „ეფესს“ ეთამაშებიან.