თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ კამარ ბოლდუინის „ბასკონია“ ესპანეთში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონში მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა. მან 31 წუთში 16 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. თოკოს კარგი თამაში თანაგუნდელებმაც დააფასეს და „ვირტუსმა“ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში მესამე მატჩი მოიგო. ბოლონიელებმა სტუმრად სძლიეს „ბასკონიას“ – 82:81. გადამწყვეტი აღმოჩნდა ბოლო წამებზე ვილ კლაიბერნის მიერ შესრულებული „ენდ-ვანი“ – მან ჯერ სამქულიანი ჩააგდო, რა დროსაც ვილზე ბასკები დაჯარიმდნენ, შემდეგ საჯარიმო გამოიყენა და თანაგუნდელები წინ გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ბასკების ყველაზე დიდი წარმატება შენგელიასა და მწვრთნელ დუშკო ივანოვიჩის სახელს უკავშირდება – მათ 2020 წელს „ბასკონიას“ ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინეს. ივანოვიჩი გასულ კვირას დაინიშნა „ვირტუსის“ მთავარ მწვრთნელად. ამ პოსტზე მან ლუკა ბანკი შეცვალა, ჩავიდა ესპანეთში შენგელიასთან ერთად და ევროლიგაზე თავისი პირველი საამსეზონო გამარჯვება მოიპოვა.
„ბასკონიაში“ 23 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების პლეიმეიქერმა, კამარ ბოლდუინმა. ამ დროში მან 9 ქულა და 2-2 პასი-ჩაჭრა მოაგროვა.