თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატში პრინციპული მეტოქე დაამარცხა #1TVSPORT
02:02, 11.03.2025
იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას ვირტუსს პრინციპული მეტოქე ჰყავდა – მოგებებითა და წაგებებით თანაბარი „ტრენტინო“, რომელთანაც 2-3 ადგილებს იყოფდა. მატჩი ბოლონიაში გაიმართა და საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რომელიც „ვირტუსის“ გამარჯვებით – 80:75 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, მან სულ 17 წუთი ითამაშა და გუნდს 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მოუტანა. „ვირტუსის“ რიგებში საუკეთესო კორდინიე იყო – 23 ქულა.
„ვირტუსს“ 16 მოგების წინ 5 მარცხი აქვს და 32 ქულით მე-2 ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს ლიდერ „ბრეშას“. „ტრენტოს“ 15-6 ბალანსი გაუხდა. აღსანიშნავია, რომ შენგელიას გუნდმა სერია A-ს ზედიზედ 4 ტურში გამარჯვების მოპოვება შეძლო. „ვირტუსი“ 16 მარტს „ნაპოლის“ ესტუმრება.