თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატში მეჩვიდმეტე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატში მეჩვიდმეტე გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

იტალიის საკალათბურთო სერია A-ში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ მორიგი მატჩი მოიგო. ბოლონიელებმა „რეჯო ემილიას“ უმასპინძლეს და 69:45 სძლიეს. მეორე ტაიმში ემილიელებმა მხოლოდ 18 ქულა ჩააგდეს.

შენგელია „ვირტუსის“ თანაბომბარდირი გახდა. მან, კორდინიემ და მორგანმა 14-14 ქულა ჩააგდეს.

თორნიკეს სრული სტატისტიკა: 26 წუთი, 14 ქულა (10-დან 7 ორქულიანი), 7 მოხსნა, 3 პასი.

ბოლონიურ გუნდს 17 მოგება აქვს და იტალიის ჩემპიონატში პირველ-მესამე ადგილებს „ტრაპანისა“ და „ბრეშასთან“ ინაწილებს.