თორნიკე შენგელიას პასი ევრობასკეტის შესარჩევის ოთხ საუკეთესო გადაცემას შორის (ვიდეო)

მსოფლიოს მმართველი საკალათბურთო ორგანიზაციის (ფიბა-ს) „ფეისბუქის“ გვერდზე ინტერაქციული ვიდეო გამოქვეყნდა. მასში დამონტაჩებულია ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის ოთხი საუკეთესო პასი და გულშემატკივარს საშუალება აქვს დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება, რომელია საუკეთესო.

ოთხ გადაცემას შორისაა თორნიკე შენგელიას პასი ფინეთთან მატჩისას, რომელიც ალექსანდრე ფევაძემ ორ ქულად აქცია. საყურადღებოა, რომ ეს საფინალო სირენამდე 39 წამით ადრე მოხდა. საქართველო კი 84:80 დაწინაურდა, რაც გამარჯვებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი გახლდათ.

დატოვე კომენტარი