თორნიკე შენგელიას მორიგი ორმაგი დუბლი იტალიის ჩემპიონატში #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას მორიგი ორმაგი დუბლი იტალიის ჩემპიონატში #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატში მორიგი ეფექტური მატჩი ჩაატარა. მან გიგა ჯანელიძის „ვენეციასთან“ 30 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 9-დან 7 და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

მისმა „ვირტუსმა“ „ვენეცია“ შინ 85:74 დაამარცხა.

სტუმართა განაცხადში იყო, თუმცა მატჩში მონაწილეობა არ მიუღია გიგა ჯანელიძეს.

„ვირტუსს“ იტალიის ჩემპიონატში 13 მოგება, 5 წაგება აქვს და მეხუთე ადგილზეა. „ვენეცია“ 8 მოგებითა და 10 მარცხით მეათეა.