ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ ეთამაშება.
სერიის პირველი მატჩი „ბარსამ“ შინ 100:67 მოიგო. მეორე შეხვედრაც კატალონიაში გაიმართა და ისევ „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა – 97:89. ასე და ამგვარად, შენგელიას გუნდი სერიაში 2:0 დაწინაურდა და ფინალამდე ერთი მოგებაღა აშორებს.
თორნიკე შენგელიამ მეორე ნახევარფინალში 22 წუთი ითამაშა, 9 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. 36 ქულით მატჩის ბომბარდირი „ტენერიფეს“ ავსტრალიელი გამთამაშებელი პატი მილსი გახდა.
გიორგი შერმადინი გულის პრობლემის გამო ტენერიფელებს ვერ ეხმარება.
სერიის მესამე მატჩი ტენერიფეზე 13 ივნისს გაიმართება.