თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური სერია მოგებით გახსნა #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ფინალური სერია ვალენსიაში დაიწყო. ამავე სახელწოდების გუნდი თორნიკე შენგელიას „ბარსელონას“ მასპინძლობს. პირველივე მატჩი მეტად საინტერესო გამოდგა და კატალონიელთა გამარჯვებით, 113:112 დასრულდა.
შეხვედრის უმეტეს დროს ვალენსიელები ლიდერობდნენ, თუმცა ბოლო 20 წამში ვილ კლაიბერნის ორი სამქულიანით „ბარსამ“ ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.
დამატებით დროში კი, როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, შენგელიას გუნდმა მინიმალური სხვაობით მოიგო.
თოკომ 29 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. კლაიბერნი 21 ქულამდე ავიდა. ვალენსიელებს კი 24 ქულით მონტერომ ულიდერა.
სერია სამ მოგებამდეა. მეორე მატჩი, ისევ ვალენსიაში, 20 ივნისს გაიმართება.