თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „ლეიდასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

17:01, 19.04.2026

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მოულოდნელი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“. კატალონიელები „ლეიდას“ ესტუმრნენ და 80:90 დათმეს.

ლეიდელთა გამარჯვება პიერის 27-მა ქულამ განაპირობა. 21 ქულა ჩააგდო ბარსელონელმა ბრისუელამ. თორნიკე შენგელიას სტატისტიკა ასეთი იყო: 23 წუთი, 7 ქულა (3/3 ორქულიანი, 2/1 საჯარიმო), 4 მოხსნა.

„ბარსელონას“ 18 მოგება, 9 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

მსგავსი